Sunday, November 15, 2009

სასწავლო პროექტი








1.პროექტის სახელი:გადაჭრილი ხე!...გამხმარი ფოთოლი!..უჟანგბადო ადამიანი?!...
2. პროექტის მოკლე აღწერა:ფოთლის როლი მწვანე მცენარისათვის,მწვანე მცენარის როლი ადამიანისათვის. ადამიანი ბუნების ქომაგი!...
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლე და გარე სამყარო,მწვანე მცენარის როლი ბუნებაში,რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანმა ტყეებს,მათი გაჩეხვითა და დაბინძურებით.მიმაჩნია,რომ ეს ყველაფერიუმჯობესია თვალით ნანახი და აღქმული (გაჩეხილიმცენარე,დაბინძურებული ნიადაგი) უფრო ეფექტური და დასამახსოვრებელი იქნება მოსწავლეთათვის,ამასთანავე გამოუმუშავდებათ,აღწერის, შედარების,ანალიზის უნარი.
ყოველივე ამის გამო, ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაძე არსებულ ნაძვნარში მოხდა მათი გაყვანა-დაკვირვება,რომელიც დღეს მოუვლელი და დაბინძურებულია მოსახლეობის მიერ.ითხოვს ნარგავებით შევსაბას. მოსწავლეები იმსჯელებენ და განმარტავენ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ყოველივე ამან ცოცხალ არსებას – განსაკუთრებით კი ადამიანს.
ვეცდებით შეძლებისდაგვარად გავასუფთაოდ აღნიშნული ტერიტორია და მომავალში მისი გამწვანება გაახლების მიზნით 1 -2 ხე დავრგოთ. მოსწავლეები მოიტანენ ახალ ნარგავებს და დარგავენ მათ სახელზე ხეებს ან ბუჩქებს, თუნდაც გააშენებენ ყვავილნარს.
მოსწავლეები მათ მიერ ჩატერებული პრაქტიკული სამუშაოდან მოახდენენ არსებული ცოდნის პრეზენტაციას,რა კავშირშია მცენარე ადამიანთან,რა როლი აქვს ფოთოლს.ისაუბრებენ ფოთოსინთეზის მნიშვნელობაზე. მოახდენენ შემდგომ დაკვირვებას მათ მიერ დარგულ ნარგავებზე,როგორ იზრდება. ისინი სისტემატურად ზომავენ ტემპერატურას,მცენარის სიმაღლეს,წერენ ბლოგში, რომელიც შექმნილია წინასწარ ვეგ გვერდზე, მოსწავლეები იძიებენ ამ მწვანე მცენარეთა ზრდა განვითარების ისტორიას, გავრცელების არეალს. აკვირდებიან ზრდის ტემპს და სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მასზე. ადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს.
4. მოსწავლეეთა ასაკი: VI კლასის მოსწავლეები.
5.ვადების ხანგრძლივობა: 2009 წლის ნოემბერი 2010 წლი მაისი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
ჩატარებული პრაქტიკული სამუშაოს შედეგად მონაცემთა შეტანა ცხრილში,დიაგრამის აგება,ვებ გვერდზე მოძიებული საქართველოს ტყე- პარკების ამსახველი სურათების დადება ბლოგზე.მონაწილეობას მიიღებენსასკოლო თვალსაჩინოების დამზადებაში.შეადგენენ სკოლის ნაკვეთზე მზარდი მცენარეების გამშრალი ფოთლების კოლექციას ჰერბარიუმის სახით,დაამზადებენ თემატურ კოლექციებს:„რთული და მარტივი ფოთოლი“,„ყვავილედი“, „ფოთლი დაძარღვა“შეიძლება გამოვიყენოთ სარეველა მცენარეებიც.
7. მოსალოდნელი შედეგები:
შეიქმნება ბლოგი,სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ მათთვის საინტერესო მასალას,გარემოს დაცვის, გასუფთავების დატყე პარკების გალამაზების შესახებ,მათ მიერ გასუფთავებულ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას გადაუღებენ სურათებს და დადებენ ბლოგზე.გააკეთებენ მათ მიერ შექმნილი თვალსაჩინოების პრეზენტაციას.
8. სასარგებლო სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს სეიტყობენ რაშია პრობლემა „ გადაჭრილი ხე,გაჩეხილი ტყე და უჟანგბადო ადამიანი.“ბავშვები ასწავლიან რომ მცენარეები იკვებებიან,იზრდებიან,ყვავილობენ,ივითარებენ ნაყოფს და თესლს,მაგრამმწ.მცენარეთა მნიშვნელობა ამით არ ამოიწურება,ისინი ამდიდრებენ ატმოსფეროს ჟანგბადით,რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის სუნთქვისთვის და შთანთქავენ ჰაერიდან ნახშირორჟანგს,სანამ დედამიწაზე მწვანე მცენარე ბევრია, ჟანგბადი ატმოსფეროში არ გამოილევა.დიდია მწვანე მცენარის როლი ადამიანისათვის, იგი იძლევა სათბობს,საშენ მასალას, სამრეწველო ნედლეულს. მცენარეებით იკვებებიან ცხოველები და ადამიანები.
მცენარეები ამშვენებს ქალაქებსა და სოფლებს,იცავს ჰაერს გაჭუჭყიანებისაგან.სამწუხაროდ ყველას არა აქვს შეგნებულიმწვანე მცენარის მნიშვნელობა, ასეთი ადამიანები თხრიან ბალახს, ტოტებს ამტვრევენ ხეებს,მათ ავიწყდებათ,რომმცენარის განადგურება წუტის საქმეა, მის გაზრდას კი მრავალი წელი სჭირდება. აუცილებელია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ მწვანე მცენარე.მონაწილეობა მივიღოთ ქალაქებისა და სოფლების განწვანებაში.
და ბოლოს გვახსოვდეს: „ტყე შეუნახე შვილებსა მამა ხარ სენი ვალია“
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ე.ს. გ.სთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში.უპირველეს ყოვლისა ბოტანიკაში მცენარის სიცოცხლის კანონებს, გამოყოფენ მწვანე მცენარეთა 3 ჯგუფს: ხეებს, ბუჩქებს და ბალახებს,თითოეულის განმასხვავებელ ნიშან თვისებებს.
გაეცნობიან ეკოლოგიურ პრობლემებს.
გეოგრაფიაში იმ ადგილების გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობით სადაც ხარობს ის მარადმწვანე მცენარეები რომელიც განლაგებულია ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტოტიაზე.
ხელოვნებაში ტყე პარკების ამსახველი ნახატის შესრულებით (სადაც ფიგურირებენ მარადმწვანე მცენარეები) ფოტო გადაღებებით.
ისტ-ისგამოყენებაში(ინტერნეტში მასალი მოძიებით,ბლოგზე სურათების ატვირთვით და სხვა.
მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლიოს სურვილი ,გაუღრმავდებათ განცდა იმისა რომ ბუნება ცოცხალია, მასაც ჭირდება მოვლა შენარჩუნება,გაახლება,რომ ბუნება განუმეორებელია,ფასეულია, და პატივსაცემია.
12.პროექტის ფასილიტატორი: მაკა ვაჩეიშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: makavache@gmail.com